ქუთაისში პატიმრებმა თვალები და პირი ამოიკერეს

ქუთაისის N2 საპყრობილეში პატიმრებმა თვალები და პირი ამოიკერეს. სასჯელაღსრულების მეორე დაწესებულებაში პროტესტის უკიდურეს ფორმას 9 მსჯავრდებული მიმართავს, ისინი უკვე რამდენიმე დღეა შიმშილობენ.
მოშიმშილეები საკუთარი საქმეების ხელახალ გამოძიებას ითხოვენ. მათი სურვილია, რომ ძიების პროცესი, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის ნაცვლად, მთავარმა პროკურატურამ წარმართოს.
ანალოგიური მოთხოვნა აქვთ პატიმრების ახლობლებსაც, რომლებიც ციხის შესასვლელთან არიან შეკრებილები.
სიტუაციის ადგილზე გასაცნობად, უახლოეს დღეებში მსჯავრდებულებთან შეხვედრას სახალხო დამცველის რწმუნებული გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები