ენტონი ბლინკენი: ვულოცავ ესტონელ ხალხსა და მთავრობას ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას, ამ ისტორიულ მომენტში აშშ ამაყად დგას თქვენ გვერდით

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ესტონეთის პარლამენტის მიერ ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„ვულოცავ ესტონელ ხალხსა და მთავრობას პარლამენტის მიერ ერთნაირსქესიანთა ქორწინების შესახებ კანონის მიღებას. ამ ისტორიულ მომენტში აშშ ამაყად დგას თქვენ გვერდით ლგბტქი+ თემის მხარდასაჭერად“, – წერს ბლინკენი Twitter-ზე.

ცნობისთვის, ესტონეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვით, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან, სქესის მიუხედავად, ორ ზრდასრულ ადამიანს ქორწინება შეეძლება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები