ესტონეთში ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაკანონდა

ესტონეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვით, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან, სქესის მიუხედავად, ორ ზრდასრულ ადამიანს ქორწინება შეეძლება.

ამის შესახებ ERR წერს.

ქორწინებისა გარდა, ალტერნატივის სახით, პირებს ექნებათ თანაცხოვრების ხელშეკრულების დადების შესაძლებლობაც.

ასევე, ერთნაირსქესიან წყვილებს ბავშვების შვილად აყვანაც შეეძლებათ. ერთნაირსქესიან მეუღლეებს შეეძლებათ, იშვილონ ერთ-ერთი მეუღლის შვილი, მეორე ბიოლოგიური მამის/დედის თანხმობით. კანონი ადგენს პრინციპს, რომ ბავშვს არ შეიძლება, ჰყავდეს ორზე მეტი მშობელი. ასევე, ნარჩუნდება პრინციპი, რომ ბავშვთან მიმართებით უფლებები და მოვალეობები, პირველ ყოვლისა, მის ბიოლოგიურ მშობლებს ეკუთვნის.

კენჭისყრის შედეგად, სლოვენიის შემდეგ, ესტონეთი ხდება აღმოსავლეთ ევროპის მეორე ქვეყანა, სადაც ერთნაირსქესიანთა ქორწინებაა შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები