“პუტინის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე რეალურია” – ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარა “რეალურია”.

ამის შესახებ მან დონორთა ჯგუფს კალიფორნიაში განუცხადა, – წერს Reuters-ი.

აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეშფოთებულია პუტინის მიერ ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენების გამო.

„როდესაც აქ ვილაპარაკე, დაახლოებით, ორი წლის წინ და ვთქვი, რომ მაწუხებდა მდინარე კოლორადოს დაშრობა, ყველა მიყურებდა, როგორც გიჟს. ისინი ასე მიყურებდნენ მაშინაც, როდესაც ვთქვი, რომ მე მაწუხებს პუტინის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის, შესაძლო გამოყენება. ეს რეალურია“, – განაცხადა ბაიდენმა.

17 ივნისს ბაიდენმა ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის პირველი ნაწილების განლაგების შესახებ პუტინის განცხადებას – “აბსოლუტურად უპასუხისმგებლო” უწოდა.

როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა,  ჯერ არ არსებობს იმის ნიშნები, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად ემზადება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები