ნარიშკინმა განმარტა, თუ რატომ გაავრცელა დასავლეთმა უკრაინის კონტრშეტევის თემა

დასავლეთის ქვეყნებმა კიევის კონტრშეტევის თემა მედიასივრცეში მიზანმიმართულად გაავრცელეს, რათა გაემართლებინათ იარაღის მიწოდება და უზრუნველეყოთ ნატოს ქვეყნების ერთიანობა, რომელთაგან ბევრი უკრაინით უკვე „დაღლილია“, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა, სერგეი ნარიშკინმა განაცხადა.

„დასავლეთისთვის მნიშვნელოვანი იყო უკრაინის მოახლოებული კონტრშეტევის თემის პოპულარიზაცია გლობალურ საინფორმაციო სივრცეში. აშკარად გადაჭარბებული მნიშვნელობა, რომელიც მას ენიჭება ბრძოლის წინ ფსიქიკური თავდასხმის ერთგვარი ელემენტია. გარდა ამისა, ამ თემის მუდმივმა გაზვიადებამ საშუალება მისცა ევროატლანტიკურ ტოტალიტარულ-ლიბერალურ ელიტას გაემართლებინა კიევისთვის იარაღის მიწოდება და უზრუნველეყო ნატოს ქვეყნების ერთიანობა, რომელთაგან ბევრი უკვე საკმაოდ დაიღალა უკრაინით და მისი პრეზიდენტით“, – აღნიშნა ნარიშკინმა.

მისივე თქმით, „კულუარებში“ ბევრი დასავლელი სამხედრო ანალიტიკოსი გამოთქვამს ეჭვს „უკრაინული ავანტიურის“ წარმატებასთან დაკავშირებით და კიევის მიერ გამოცხადებულ ამოცანებს „მიუღწევლად“ აფასებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები