ზელენსკი მსოფლიო ბანკს უკრაინაში წარმომადგენლობითი ოფისის გახსნისკენ მოუწოდებს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მსოფლიო ბანკის პრეზიდენტ აჯაი ბანგასთან სატელეფონო საუბარი გამართა და მსოფლიო ბანკს ქვეყანაში წარმომადგენლობითი ოფისის გახსნისკენ მოუწოდა.

„მსოფლიო ბანკის პრეზიდენტ აჯაი ბანგასთან სატელეფონო საუბარი მქონდა. რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის პირველივე დღეებიდან ურყევი მხარდაჭერისთვის მსოფლიო ბანკს მადლობა გადავუხადე. განვიხილეთ თანამშრომლობის შემდგომი განვითარება, კერძოდ, საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზება.

მსოფლიო ბანკს მოვუწოდე ხელახლა გაეხსნა თავისი წარმომადგენლობითი ოფისი უკრაინაში და ხაზგასმით აღვნიშნე, რომ ჩვენ დაინტერესებული ვართ თანამშრომლობით უკრაინის ომის შემდგომი ტრანსფორმაციის დროს, კერძოდ, კორუფციის დაძლევისა და უკრაინის ეკონომიკაში ნაღდი ფულის წილის შემცირებით“, – წერს ზელენსკი Twitter-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები