„მეამბოხე ახმეტელი“ – პიესების კითხვა რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე

26-დან 29 ივნისის ჩათვლით,  17:00 საათზე,  რუსთაველის ეროვნული თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე.
პიესების კითხვა გაიმართება.
რუსთაველის თეატრის ინფორმაციით, პროექტს „მეამბოხე ახმეტელი“, ახალგაზრდა რეჟისორები რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობებთან ერთად განახორციელებენ.
26 ივნისი – „სალომეა“ – რეჟისორი გ. კაშია;
27 ივნისი – „ლამარა“ – რეჟისორი თ. ჭინჭარაული;
28 ივნისი – „ თეთნულდი“ – რეჟისორი რ. კობეშავიძე;
29 ივნისი – „ყაჩაღები“- რეჟისორი თ. პოპიაშვილი.
პროექტი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები