SVT: შვედეთი რუსეთის მხრიდან სამხედრო თავდასხმის შესაძლებლობას არ გამორიცხავს

შვედეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის ანგარიშის თანახმად, რუსეთმა შესაძლოა, ქვეყნის წინააღმდეგ სამხედრო თავდასხმა განახორციელოს.

ამის შესახებ ინფორმაციას შვედური ტელეარხ SVT ავრცელებს.

დოკუმენტის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ რუსული სახმელეთო ჯარები უკრაინაში იმყოფებიან, შვედეთზე თავდასხმა გამორიცხული არ არის.

„რუსეთმა ასევე კიდევ უფრო შეამცირა სამხედრო ძალის გამოყენების ბარიერი და აჩვენებს მაღალ მიდრეკილებას პოლიტიკური და სამხედრო რისკების მიმართ. რუსეთის უნარი განახორციელოს ოპერაციები საჰაერო ძალების, საზღვაო ძალების, შორ მანძილზე მოქმედების ან ბირთვული იარაღის გამოყენებით შვედეთის წინააღმდეგ, უცვლელი რჩება“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ტელეკომპანიის ცნობით, ანგარიში ასახავს შვედეთის ახალ თავდაცვის დოქტრინას, რომელიც ეფუძნება ნატოს წევრობას, განსხვავებით წინა დოქტრინისა, რომელიც დაფუძნებული იყო სხვა სკანდინავიურ ქვეყანასა და ევროკავშირთან თანამშრომლობაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები