უკავშირდებოდა თუ არა მოსკოვში ბჟანიას თებერვლის ვიზიტი რუსეთთან მიერთების დაწყებას – ალხას კვიწინიას პასუხი

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ელჩი რუსეთში, ალხას კვიწინია აცხადებს, რომ თებერვალში მოსკოვში დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას ვიზიტი რუსეთთან ოკუპირებული ტერიტორიის მიერთების პროცესის მომზადებას არ უკავშირდებოდა.

ამის შესახებ მან “რია ნოვოსტი”-სთან ინტერვიუში თქვა.

კითხვაზე, რას უკავშირდებოდა “თებერვლის შუა რიცხვებში აფხაზეთის პრეზიდენტის რუსეთში ვიზიტი? რა შეთანხმებები იქნა მიღწეული? როგორ აფასებთ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ვიზიტი აფხაზეთის რუსეთთან მიერთების მზადებას უკავშირდებოდა?”, კვიწინია ამბობს “ეს არ არის სიმართლე”.

“პრეზიდენტი ხშირად სტუმრობს მოსკოვს და ეს ვიზიტები ყოველთვის მიმართულია ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხების გადაწყვეტის დაჩქარებისკენ”, – განმარტა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები