ყირიმში ე.წ.მაღალჩინოსნის ავტომობილი აფეთქდა
რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ სიმფეროპოლში, ზაპოროჟიეს ოლქის ე.წ. ვიცეპრემიერის თანაშემწის, ვლადიმერ ეპიფანოვის ავტომობლი აფეთქდა.
ტელეგრამის არხის – Baza-ს ცნობით, “ჩინოვნიკმა”, ასევე, მისმა მდივანმა და მცველმა მძიმე დამწვრობა მიიღო.
აღნიშნულია, რომ Toyota Land Cruiser-ის საჭესთან ეპიფანოვი იჯდა, რა დროსაც, სავარაუდოდ, “მანქანაზე დაყენებული გაზის ბალონი მოულოდნელად აფეთქდა”.
სალონში კიდევ ორი ადამიანი იყო. სამივემ თავის, ხელების და ტანის 30- პროცენტიანი დამწვრობა მიიღო.
ამჟამად, ისინი საავადმყოფოში იმყოფებიან.
აფეთქების ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.