რუსეთი ზაპოროჟიეს და ბახმუტის მიმართულებების გასაძლიერებლად სამხედროების გადაჯგუფებას ახდენს – ბრიტანული დაზვერვა
რუსეთი ბოლო ათი დღის განმავლობაში დნეპრის ჯგუფის სამხედროების, მდინარე დნეპრის აღმოსავლეთ ნაპირიდან ზაპოროჟიეს და ბახმუტის მიმართულებების გასაძლიერებლად გადასროლას ახორციელებს.
პოტენციურად, საუბარია 49-ე არმიის რამდენიმე ათას სამხედრო მოსამსახურეზე, მათ შორის, მისი 34-ე ცალკეული მოტორიზებული ბრიგადის, აგრეთვე, საჰაერო-სადესანტო ძალების და საზღვაო ქვეითთა კორპუსის ნაწილებზე.
როგორც ანალიტიკოსები ვარაუდობენ, გადაჯგუფება ნიშნავს იმას, რომ რუსეთში ფიქრობენ, რომ კახოვსკაიას ჰესის ნგრევის შემდეგ დნეპრის გასწვრივ უკრაინელების დიდი შეტევა ნაკლებად სავარაუდოა.