უკრაინის კონტრშეტევა – სოფელი პიატიხატკოე და კიდევ 7 დასახლება გათავისუფლებულია
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია პიატიხატკისა და კიდევ შვიდი დასახლების გათავისუფლების შესახებ.
მისი ინფორმაციით, ორკვირიანი შეტევითი ოპერაციების განმავლობაში, ბერდიანსკის და მელიტოპოლის მიმართულებით რვა დასახლება განთავისუფლდა: ნოვოდაროვკა, ლევადნოე, სტოროჟევო, მაკაროვკა, ბლაგოდატნოე, ლობკოვოე, ნესკუჩნოე, პიატიხატკი.
18 ივნისს რუსეთის მიერ დანიშნულმა ზაპოროჟიეს ოკუპირებული ნაწილის ე.წ. ხელმძღვანელმა, ვლადიმერ როგოვმა სოფელ პიატიხატკის “დაკარგვა” აღიარა, ამასთან, დილით რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებდა, რომ სოფელზე იერიში მოგერიებულია.
მალიარის თქმით, სამხრეთით გათავისუფლებული ტერიტორია 113 კმ2-ს შეადგენს.