“ისტორიული ვიზიტი” – სამხრეთ აფრიკის ლიდერმა ზელენსკისა და პუტინთან შეხვედრა შეაჯამა

სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა, სირილ რამაფოსამ განაცხადა, რომ აფრიკის ქვეყნების ვიზიტის დროს უკრაინის და რუსეთის ლიდერები მათთან შემდგომ თანამშრომლობას დათანხმდნენ.

ამის შესახებ მისი ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

“ზელენსკი და პუტინი, ამ პირველი ვიზიტის შემდეგ, შემდგომ ჩართულობას დათანხმდნენ. იმ ფონზე, თუ როგორ გრძელდება ურთიერთქმედება ორ ქვეყანას და აფრიკის ლიდერებს შორის, ვიმედოვნებთ, რომ, პროცესის პროგრესირებასთან ერთად, შეიქმნება კონფლიქტის დეესკალაციისა და მოლაპარაკებების საფუძველი, რაც გრძელვადიანი მშვიდობისთვის ორი აუცილებელი წინაპირობაა”, – აცხადებს რამაფოსა.

მან აფრიკის ლიდერების მისიას “ისტორიული ” უწოდა, რადგან “ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც აფრიკელი ლიდერები სამშვიდობო მისიით კონტინენტის ფარგლებს გარეთ გაემგზავრნენ”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები