დიმიტრი პესკოვი: უკრაინის დემილიტარიზაციის ამოცანა დიდწილად შესრულებულია
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე „სპეცოპერაციის“ ერთ-ერთი მიზანი – უკრაინის დემილიტარიზაცია, ძირითადად მიღწეულია, რადგან კიევი სულ უფრო ნაკლებ იარაღს იყენებს.
„ნამდვილად, უკრაინა მძიმედ იყო მილიტარიზებული იმ დროს, როდესაც სპეციალური სამხედრო ოპერაცია დაიწყო. როგორც ვლადიმერ პუტინმა გუშინ განაცხადა, ერთ-ერთი ამოცანა იყო უკრაინის დემილიტარიზაცია. ფაქტობრივად, ეს ამოცანა დიდწილად შესრულებულია. უკრაინა სულ უფრო ნაკლებ იარაღს იყენებს. სულ უფრო მეტად იყენებს იარაღის სისტემებს, რომლებსაც დასავლეთის ქვეყნები აწვდიან მას“, – განაცხადა პესკოვმა RT Arabic-თან ინტერვიუში.
მისი მტკიცებით, ნატო-ს ქვეყნები, შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით, კონფლიქტში სულ უფრო მეტად ერთვებიან.