პოლონეთის სეიმმა უკრაინის ნატოში გაწევრიანების შესახებ რეზოლუცია მიიღო

პოლონეთის სეიმმა უკრაინის ნატოში გაწევრიანების შესახებ რეზოლუცია მიიღო.

აღნიშნულ რეზოლუციას მხარი 443-მა დეპუტატმა დაუჭირა, ორი წინააღმდეგი იყო, შვიდმა კი კენჭისყრისგან თავი შეიკავა.

„უკრაინელი ხალხის თავგანწირვისა და მათი სუვერენული უფლების გათვალისწინებით, აირჩიოს საკუთარი განვითარების გზა, პოლონეთის რესპუბლიკის სეიმი სრულად უჭერს მხარს უკრაინის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს“, – ნათქვამია რეზოლუციაში.

დოკუმენტი ასევე ხაზს უსვამს იმას, რომ დღეს უკრაინა იცავს არა მხოლოდ თავის სახელმწიფოებრიობას, არამედ საერთო ღირებულებებს, როგორიცაა დემოკრატია და წესრიგი, საერთაშორისო სამართლის საფუძველზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები