პუტინი აცხადებს, რომ F-16-ებიც „ლეოპარდებივით“ დაიწვება
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, თუ უკრაინას ამერიკული F-16-ები მიეწოდება, ისევე დაიწვება, როგორც დღეს გერმანული წარმოების Leopard-ის ტანკები იწვის.
„ტანკები იწვის, რამდენიმე ტანკი განადგურებულია, მათ შორის „ლეოპარდებიც“. ისინი იწვიან. ასევე, დაიწვება F-16-ებიც. ეჭვი არ მეპარება. თუ ეს თვითმფრინავები განთავსდება უკრაინის საზღვრებს გარეთ და იქიდან შემოგვიტევენ, ჩვენ მოგვიწევს განვიხილოთ თუ როგორ და სად მივიტანოთ იერიშები იმ საშუალებებზე, რომლებიც ჩვენს წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში გამოიყენება“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
კრემლის ლიდერმა დასძინა, რომ თუ ეს თვითმფრინავები უკრაინის ფარგლებს გარეთ საჰაერო ბაზებზე განთავსდება და საომარი მოქმედებების დროს იქნება გამოყენებული, მაშინ რუსეთი მათი განადგურების ვარიანტებს განიხილავს.