ეგვიპტეში ზვიგენს, რომელმაც რუსი ტურისტი შეჭამა, მუმიფიცირებას გაუკეთებენ და მუზეუმში გამოფენენ
ეგვიპტეში ზვიგენს, რომელმაც საკურორტო პლაჟზე ზღვაში მოცურავე რუსი ტურისტი, ვლადიმირ პოპოვი შეჭამა, მუმიფიცირებას გაუკეთებენ და მუზეუმში გამოფენენ. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია Al Arabiya ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, საზღვაო მეცნიერებების ინსტიტუტის სპეციალისტებმა ზვიგენის ბალზამირების პროცესი უკვე დაიწყეს. აღნიშნული პროცესის დასრულების შემდეგ ექსპონატს ინსტიტუტის მუზეუმში გამოფენენ.
ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, სპეციალისტებმა გაკვეთის შემდეგ ზვიგენის სხეულიდან ადამიანის ნაწილები, მათ შორის თავი, მკერდი და ხელები ამოიღეს. შემთხვევიდან მალევე სხეულის დარჩენილი ნაწილები მეთევზეებმა ზღვაში იპოვეს.