პუტინი: უკრაინას სამხედრო აღჭურვილობა მალე ამოეწურება და დასავლეთზე გახდება დამოკიდებული

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინას საკუთარი სამხედრო აღჭურვილობა მალე ამოეწურება და მთლიანად დასავლეთის მიერ მოწოდებულ ტექნიკაზე გახდება დამოკიდებული, რაც მის ხანგრძლივ ბრძოლისუნარიანობას ძირს გამოუთხრის.

როგორც მან სანქტ-პეტერბურგში გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე აღნიშნა, უკრაინამ ვერ მიაღწია წინსვლას კონტრშეტევაში და მის არმიას „არანაირი შანსი“ აქვს რუსეთის წინააღმდეგ.

„დემილიტარიზაციას რაც შეეხება, მალე უკრაინა საერთოდ შეწყვეტს საკუთარი ტექნიკის გამოყენებას. აღარაფერი დარჩა. ყველაფერი, რითაც იბრძვიან და რასაც იყენებენ, გარედან არის შემოტანილი. ასე დიდხანს ბრძოლა არ შეიძლება“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები