ხერსონზე თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა, მათ შორის სამი ბავშვია
რუსი ოკუპანტების მიერ ხერსონზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა, მათ შორის სამი ბავშვია. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.
„რუსეთის ტერორისტულმა არმიამ ხერსონს მასიური ცეცხლი დაარტყა. 23 ადამიანი დაშავდა“, – წერს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრეი ერმაკმა Telegram-ზე.
მისი თქმით, თავდასხმები განხორციელდა ტავრიისკის მიკრორაიონზე, კორაბელის რაიონსა და ქალაქის ცენტრალურ ნაწილზე. დაბომბვის შედეგად დაზიანდა სამედიცინო დაწესებულება, საბავშვო ბაღი, სუპერმარკეტი, საცხოვრებელი კორპუსები, მანქანები, ელექტროგადამცემი ხაზები.
„დაშავებულებს შორის სამი ბავშვია. ყველა დაშავებული ჰოსპიტალიზებულია. სამი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა, დანარჩენებს კი საშუალო ან მსუბუქი სიმძიმის დაზიანებები აქვთ მიღებული“, – დასძინა მან.
როგორც მან აღნიშნა, თავშესაფარმა მრავალი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.