სერბეთსა და ბოსნიაში, წყალდიდობის გამო, რამდენიმე რაიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

სერბეთსა და ბოსნიაში რამდენიმედღიანმა გადაუღებელმა წვიმებმა წყალდიდობა გამოიწვია, რის გამოც ბევრ რაიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ამის შესახებ Reuters-ი წერს.

სერბეთში 1300 მაშველი და 22 ნავი იყო გამოყენებული ათობით ადამიანის ევაკუაციისთვის.

ქალაქ კრალევოსთან მდინარემ ხიდი წაიღო.

კრაგუევაცეში მაშველებმა სახლებიდან 12 ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს, ხოლო 22 მოქალაქე ქალაქ იაგოდინასთან ახლოს მდებარე სოფლიდან.

წვიმების შედეგად, მცირე მდინარეებიც ადიდდა, რამაც გზები წაიღო და ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა.

მდინარეებია ასევე ადიდებული ბოსნიის აღმოსავლეთით, ქალაქ ტუზლას ხელისუფლებამ მთელს რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ქალაქ სრებრენიცას მახლობლად მეწყერმა გზა ჩახერგა, ასევე, მოსახლეობა გააფრთხილეს სარაევოს გარშემო, შესაძლო წყალდიდობის შესახებ.

მოსალოდნელია, რომ ძლიერი წვიმა კიდევ ერთი დღის განმავლობაში გაგრძელდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები