კახოვსკაიას ჰესის ნგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა
კახოვსკაიას ჰიდროელექტროსადგურის ნგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 35-ს მიაღწია.
კერძოდ, ოკუპირებული ხერსონის რეგიონის დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე დაღუპულთა რიცხვმა 25-ს მიაღწია, ხოლო 17 მოქალაქე დაკარგულად მიიჩნევა.
ამის შესახებ საოკუპაციო ადმინისტრაციის ე.წ. ხელმძღვანელმა, ვლადიმირ სალდომ განაცხადა.
რაც შეეხება კიევის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულ ვითარებას. დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია 12 ივნისის შემდეგ არ განახლებულა.
ამ დღეს, ქვეყნის შს მინისტრმა 10 დაღუპულის და 42 დაკარგულის შესახებ გამოაცხადა.
შესაბამისად, ამ დროისთვის დნეპრის ორივე მხარეს კატასტროფის შედეგად 35 ადამიანია დაღუპული.