სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი კიევშია
სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი, სირილ რამაფოსა აფრიკის ქვეყნების სამშვიდობო მისიის შესასრულებლად კიევში ჩავიდა.
ამის შესახებ მისი პრესსამსახური “ტვიტერში” წერს.
„პრეზიდენტი სირილ რამაფოსას რკინიგზის სადგურზე აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში უკრაინის სპეციალური წარმომადგენელი, მაქსიმ სუბხი და სამხრეთ აფრიკის ელჩი უკრაინაში, ანდრე გრუნევალდი დახვდნენ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
რამაფოსა და სენეგალის ლიდერი, მაკი სალი უხელმძღვანელებენ დელეგაციას, რომელიც დღეს კიევში, ხოლო ხვალ – სანკტ-პეტერბურგში მოლაპარაკებებს გამართავს.