საქალაქოში უგულავასა და კეზერაშვილის სასამართლო პროცესი განახლდება
თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილის სასამართლო პროცესი განახლდება. დღვანდელ სასამართლო სხდომაზე რიყის ტერიტორიის გასხვისების ეპიზოდზე იმსჯელებენ. სასამართლომ წინა პროცესზე უკვე დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და საქმის მტკიცებულებას ექსპერტიზის დასკვნა დაურთო, რომლითაც, ადვოკატების თქმით, ბათილდება ამ საკითხთან დაკავშირებული აქამდე არსებული დასკვნა. დაცვის მხარე იმედოვნებს, რომ სასამართლო ამ გარემოებების გათვალისწინებით გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს.