სახელმწიფო დეპარტამენტი: კოსოვომ და სერბეთმა დაუყოვნებლივ უნდა გადადგან ნაბიჯები დაძაბულობის დეესკალაციისთვის

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, კოსოვომ და სერბეთმა დაუყოვნებლივ უნდა მიიღონ ზომები დაძაბულობის დეესკალაციისთვის, რაც მოიცავს სერბეთის მიერ დაკავებული სამი კოსოვოელი პოლიციის ოფიცრის უპირობო გათავისუფლებას. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

„ჩვენ მივიჩნევთ, რომ კოსოვომ და სერბეთმა დაუყოვნებლივ უნდა გადადგან ნაბიჯები დაძაბულობის დეესკალაციისთვის“, – განუცხადა ჟურნალისტებს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა.

ცნობისთვის, სერბეთის ძალებმა 14 ივნისს კოსოვოს პოლიციის 3 ოფიცერი დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები