ოლექსი რეზნიკოვმა „რამშტაინის“ ფარგლებში „IT კოალიციის“ შექმნა დააანონსა

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა „რამშტაინის“ ფარგლებში „IT კოალიციის“ შექმნა დააანონსა.

როგორც რეზნიკოვი სოციალურ ქსელში წერს, უკრაინის გამარჯვების უზრუნველსაყოფად ჰორიზონტზე კიდევ ერთი კოალიცია ჩნდება.

„დღეს „რამშტაინის“ ფორმატში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის სხდომაზე ჩემმა კოლეგებმა, ლუქსემბურგის თავდაცვის მინისტრმა ფრანსუა ბაუშმა და ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა ჰანო პევკურმა „რამშტაინის“ ფორმატში „IT კოალიციის“ შექმნის ჩემს იდეას მხარი დაუჭირეს. ისინი მზად არიან ამ ჯგუფის შექმნაში ლიდერების როლი აიღონ. ასე რომ, უკრაინის გამარჯვების უზრუნველსაყოფად ჰორიზონტზე კიდევ ერთი კოალიცია ჩნდება. ეს აუცილებლად გადაიზრდება რამე საინტერესოში, ამიტომ ახალ ამბებს ადევნეთ თვალი!“ – წერს რეზნიკოვი Twitter-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები