პესკოვი აცხადებს, რომ მარცვლეულის შეთანხმების განახლების პოზიტიური პერსპექტივა არ არსებობს
კრემლი ვერ ხედავს პოზიტიურ პერსპექტივას შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების განახლებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, შეთანხმების ნაწილი, რომელიც რუსეთს ეხება, შეუსრულებელი დარჩა, თუმცა ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ.
„მუშაობა გრძელდება, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე განსაკუთრებულ პოზიტიურ პერსპექტივას. ყველაფერი, რაც ჩვენთან დაკავშირებით იყო შეთანხმებული, არ შესრულდა“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, რომ შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება გასული წლის ივლისში გაეროსა და თურქეთის შუამავლობით შემუშავდა.