ზელენსკი: რუსეთი წააგებს ომს, თუ უკრაინის კონტრშეტევა წარმატებული იქნება
რუსეთი სასოწარკვეთილ ბრძოლას აწარმოებს უკრაინის კონტრშეტევის ფონზე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ NBC News-ს განუცხადა.
უკრაინის ლიდერი მიიჩნევს, რომ თუ კრემლი ამ ბრძოლას წააგებს, ის საბოლოოდ ომსაც წააგებს.
„ჩვენი გმირი ხალხი, ჩვენი ჯარები ფრონტის ხაზზე ძალიან მკაცრ წინააღმდეგობას აწყდებიან, იმიტომ, რომ რუსეთისთვის უკრაინის წინააღმდეგ ამ კამპანიის წაგება, მე ვიტყოდი, რეალურად ომის წაგებას ნიშნავს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.