პუტინი თურქეთში ჩასვლას გეგმავს

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, კოლეგა რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიწვევით, თურქეთში ვიზიტს გეგმავს, მაგრამ კონკრეტული თარიღები ჯერ არ განხილულა.

ამის შესახებ “ინტერფაქსს” პუტინის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განუცხადა.

„თურქეთის პრეზიდენტმა ქვეყანაში ჩვენი პრეზიდენტის მიწვევა დაადასტურა. გეგმები არის, მაგრამ კონკრეტული თარიღები ჯერ არ განხილულა“, – განაცხადა უშაკოვმა.

​რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთში ვიზიტს პუტინი და ვოლოდიმირ ზელენსკი, ოღონდ სხვადასხვა დროს გეგმავენ. ცნობა, თავის დროზე არც კიევში და არც მოსკოვში არ დაუდასტურებიათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები