ფხენიანმა ორი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა

ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვაში, სუნანის რეგიონიდან ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.

ამის შესახებ სამხრეთ კორეის გაერთიანებულ შტაბში განაცხადეს.

აღნიშნულია, რომ ფხენიანმა ორი მოკლე მანძილის ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, თუმცა, რაკეტის დიაპაზონი, სიმაღლე და სიჩქარე ჯერ არ არის ცნობილი.

სააგენტო “რენჰაპი” აღნიშნავს, რომ ეს არის ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკური რაკეტის პირველი გაშვება 13 აპრილის შემდეგ, როდესაც ფხენიანმა ახალი მყარი საწვავის კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა Hwaseong-18 (ICBM) გამოსცადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები