კიევში დღეს სამხრეთ აფრიკის, ზამბიისა და კომორის პრეზიდენტები სამშვიდობო მისიით ჩავლენ
სამხრეთ აფრიკის, ზამბიისა და კომორის პრეზიდენტები კიევში დღეს სამშვიდობო მისიით ჩავლენ.
ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური გამოცემა – Rzeczpospolita ავრცელებს.
აღნიშნულია, რომ ლიდერები ვარშავაში ჩავლენ, საიდანაც უკვე უკრაინაში გაემგზავრებიან.
პოლონეთში უკრაინის ელჩის, ვასილი ზვარიჩის განცხადებით, აფრიკული ქვეყნების პრეზიდენტებს კოლეგა ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვდება.
მანამდე, ისინი მოლაპარაკებას პოლონეთის ლიდერთან, ანჯეი დუდასთან ცალ-ცალკე გამართავენ.
მაისის შუა რიცხვებში სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა, კირილ რამაფოსამ განაცხადა, რომ ზამბიის, სენეგალის, კონგოს, უგანდას, ეგვიპტისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის სახელით, ვლადიმერ პუტინს და ვოლოდიმირ ზელენსკის სამშვიდობო ინიციატივა შესთავაზა.
მისი თქმით, მოსკოვმა და კიევმა მისიის მიღებას დათანხმდნენ.
კრემლის ლიდერთან აფრიკის ქვეყნების პრეზიდენტების შეხვედრა, 17 ივნისს სანქტ-პეტერბურგშია დაგეგმილი.