“რუსეთის ბირთვულ პოტენციალს ყურადღებით ვაკვირდებით” – სტოლტენბერგი

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსის ყურადღებით აკვირდება იმას, თუ რას იზამს რუსეთი მის ბირთვულ პოტენციალთან დაკავშირებით, თუმცა, აღნიშნავს, რომ ამ დროისთვის საგანგაშო ცვლილება არ ჩანს.

ამის შესახებ მან ბრიუსელში ბლოკის თავდაცვის მინისტრების ორდღიანი შეხვედრის წინ თქვა.

შეხვედრის ფარგლებში, ასევე გაიმართება ალიანსის ბირთვული დაგეგმვის ჯგუფის შეხვედრა, რომელზეც რუსეთის შეკავება იქნება განხილული.

„ყურადღებით ვაკვირდებით იმას, რასაც რუსეთი აკეთებს, მაგრამ ვერ ვხედავთ რაიმე ცვლილებას მისი შესაძლებლობების პოზიციონირებაში, რომელიც შესაძლოა, ჩვენს საპასუხო ნაბიჯებს მოითხოვდეს. მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთმა დიდი ინვესტიცია განახორციელა ახალ თანამედროვე ბირთვულ შესაძლებლობებში და ასევე განათავსა მრავალი ახალი შესაძლებლობები, მათ შორის, ნატოს საზღვრებთან, კერძოდ, შორეულ ჩრდილოეთში“, – განაცხადა სტოლტენბერგმა და დასძინა, რომ „რუსული ბირთვული რიტორიკა საშიშია“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები