იტალიაში ბერლუსკონის ემშვიდობებიან (ფოტო)
მილანში, პიაცა-დელ -დუომოს მოედანზე, ყოფილ პრემიერმინისტრ, სილვიო ბერლუსკონის ემშვიდობებიან.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მოედანზე 20 ათასამდე ადამიანია შეკრებილი.
86 წლის პოლიტიკოსს დღეს დაკრძალავენ, ქვეყანაში გლოვაა გამოცხადებული.
სილვიო ბერლუსკონი 12 ივნისს, მილანის სან-რაფაელეს საავადმყოფოში გარდაიცვალა, სადაც ის 9 ივნისს მოათავსეს.
მანამდე, პოლიტიკოსი ამავე საავადმყოფოდან 19 მაისს, 45-დღიანი ყოფნის შემდეგ გამოწერეს.
ბერლუსკონის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო წლებში გაუარესდა. 2016 წელს მას გულის ოპერაცია ჩაუტარდა და სამი წლის წინ, COVID-19-ით დაინფიცირების შემდეგ, რამდენჯერმე გადაიყვანეს საავადმყოფოში.
მას ქრონიკული მიელომონოციტური ლეიკემია – სისხლის კიბო ჰქონდა.
