გია აბაშიძე ფარულ აუდიოჩანაწერზე – ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელშია ევროსტატუსზე, ხოლო ნაცპროპაგანდა “კაგებეშნიკური” მეთოდებით ცდილობს ამ თემის გადაფარვას
“წლები გადის და ვიწრო აუდიტორიის გარდა, რადიკალებმა ვერავის დააჯერეს ის, რაც ვერ იქნება – “ქართული ოცნება” არ არის ე.წ. პრორუსული ხელისუფლება,”- წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე გამოქვეყნებული ფარული აუდიოჩანაწერის შესახებ, სადაც რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერმინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ, თითქოს ესაუბრება რუს ჟურნალისტ, ვლადიმერ პოზნერსა და ჩაიკოვსკის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელ, მარკ ზილბერკვიტს.
ანალიტიკოსის თქმით, რუსული პასპორტები და დაფინანსება ვისაც აქვს, ყველამ გაიგო – მიხეილ სააკაშვილის სექტანტ “პოლიტიკოსებს”
“პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელშია ევროსტატუსზე, ხოლო ნაცპროპაგანდა “კაგებეშნიკური” მეთოდებით ცდილობს ამ მნიშვნელოვანი თემის გადაფარვას. გამოაქვეყნეს გაუგებარი სატელეფონო ჩანაწერები, თითქოს ელჩი ზურა აბაშიძე ესაუბრება ჟურნალისტ ვლადიმერ პოზნერსა და ჩაიკოვსკის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელს, მარკ ზილბერკვიტს. წლები გადის და ვიწრო აუდიტორიის გარდა, რადიკალებმა ვერავის დააჯერეს ის, რაც ვერ იქნება – “ქართული ოცნება” არ არის ე.წ. პრორუსული ხელისუფლება. რუსული პასპორტები და დაფინანსება ვისაც აქვს, ყველამ გაიგო – სააკაშვილის სექტანტ “პოლიტიკოსებს”,- წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.