ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი ლატვიის ელჩთან განიხილა
ორ ქვეყანას შორის პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობები საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება იყო მსჯელობის საგანი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესა და ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ედიტე მედნეს შორის დღეს გამართულ შეხვედრაზე.
პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის და 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესი; ამ მხრივ მიღწეული პროგრესი და საქართველო-ნატოს ურთიერთობები. ასევე ისაუბრეს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე. ყურადღება გამახვილდა სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაზე, რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე, უკრაინაში მიმდინარე რუსულ აგრესიაზე.
ნიკოლოზ სამხარაძის შეფასებით, ლატვია საქართველოს ისტორიული მეგობარია და მხარს უჭერს ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და ევროინტეგრაციის პროცესს.