“ნატოში უკრაინის შესვლის მოდელზე კონსულტაციები გრძელდება” – სტოლტენბერგი
ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ორგანიზაცია ჯერ კიდევ მუშაობს იმაზე, თუ როგორი იქნება ალიანსში უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ვილნიუსის სამიტზე გაკეთებული ფორმულირება.
ამის შესახებ მან ბრიუსელში პრესკონფერენციაზე განაცხადა.
სტოლტენბერგი ელოდება, რომ ლიდერები “კარგ გადაწყვეტილებას” მიიღებენ.
“კონსულტაციები გრძელდება. დარწმუნებული ვარ, რომ სამიტზე ჩვენ ვიპოვით კარგ გამოსავალს”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
მან “მნიშვნელოვანი” უწოდა, რომ ამ კონტექსტში მოკავშირეებმა რამდენიმე საკვანძო პოზიციაზე შეთანხმდნენ.
“მოკავშირეები შეთანხმდნენ უკრაინის წევრობაზე. ჩვენ შევთანხმდით, რომ ნატოს კარი ღიაა… ჩვენ ასევე შევთანხმდით, რომ უკრაინა გახდება ალიანსის წევრი”, – განაცხადა გენერალურმა მდივანმა.
როგორც მან დასძინა, მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ უკრაინის და წევრი ქვეყნების გადასაწყვეტია, გახდება თუ არა ის ნატოს წევრი.
„ახლა ჩვენთვის პრიორიტეტია, რომ უკრაინამ თავი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ შეინარჩუნოს“, – დასძინა სტოლტენბერგმა და აღნიშნა, რომ ამისთვის ნატო შეათანხმებს მრავალწლიან პროგრამას, რომელიც დაეხმარება უკრაინას გადავიდეს საბჭოთა სტანდარტებიდან ნატოს სტანდარტებზე და გახდეს ალიანსთან სრულად თავსებადი.