“უკრაინაში კონფლიქტი მალე დასრულდება” – ლუკაშენკო
ბელარუსის ლიდერი, ალექსანდრე ლუკაშენკო დარწმუნებულია, რომ უკრაინაში კონფლიქტი მალე დასრულდება.
ამის შესახებ მან “როსია-1”-ის ეთერში თქვა.
“უკრაინაში ამ ომს დავასრულებთ. ამის უკვე დიდი წინაპირობები არსებობს. მაგრამ შემდეგ, ეს გიჟები დასავლეთიდან, ბევრ პრობლემას შეგვიქმნიან”, – განაცხადა მან და დასძინა, რომ “თუ დასავლეთის ქვეყნები გადალახავენ წითელ ხაზებს, ძალიან ეტკინებათ”.
ლუკაშენკოს თქმით, უკრაინული მხარე დიდ დანაკარგს განიცდის, რუსეთი კი მობილიზებულია და ისწავლა ბრძოლა. მისი აზრით, ამაზე მეტყველებს გერმანული “ლეოპარდების” განადგურება.
მან ასევე თქვა, რომ ვლადიმერ პუტინს მისთვის არასდროს უთხოვია ომში ჩართვა, მაგრამ აღნიშნა, რომ “ბელარუსები არ დაუშვებენ, რომ რუსებს ზურგში ესროლონ – და ეს იქნება კონფლიქტში ბელარუსის როლი”.
თუმცა, მისი თქმით, კიევის აგრესიის შემთხვევაში, რესპუბლიკას ექნება საკმარისი ძალა რეაგირებისთვის.