იაპონიაში პოლიგონზე სროლის შედეგად ორი ოფიცერი დაიღუპა

იაპონიაში, რკინიგზის სადგურ გიფუს ჩრდილო-აღმოსავლეთით ხუთ კილომეტრში მდებარე სამხედრო პოლიგონზე ქვეყნის თავდაცვის ძალების 18 წლის სამხედრომ ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გახსნა და ორი ოფიცერი მოკლა.

სააგენტო Kyodo-ს ინფორმაციით, სამოქალაქო პირებს შორის დაჭრილები არ არიან.

მოკლულები 25-ის და 52 წლის ოფიცრები არიან. ასევე, დაჭრილია კიდევ ერთი სამხედრო, რომლის მდგომარეობა მძიმეა.

გიფუს პოლიციაში განაცხადეს, რომ იუნკერმა შეიარაღებული თავდასხმა აღიარა.

სროლა სწავლების დროს მოხდა.

რა გახდა ცეცხლის გახსნის მოტივი, ჯერჯერობით, უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები