“სომხეთს სურს, 2025 წლის შემდეგ უარი თქვას რუსულ ბაზაზე” – სამველ ბაბაიანი

სომხეთის პარტია “ერთიანი სამშობლოს” თავმჯდომარე, სამველ ბაბაიანი აცხადებს, რომ “მთლიანობაში სომხეთს სურს, 2025 წლის შემდეგ უარი თქვას მის ტერიტორიაზე რუსული ბაზის და რუსი მესაზღვრეების განთავსებაზე”.

ამის შესახებ მან News.am-თან საუბარში თქვა.

ამავდროულად, სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადება, რომ თუ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კომუნიკაციები განიბლოკება, ამ გზებზე რუსული უშიშროების ძალების განლაგება შეუძლებელია, ბაბაიანი ოდნავ “ნაადრევს” უწოდებს.

მისი თქმით, ძალის გამოყენებით აზერბაიჯანი ცდილობს, სომხეთს თავს მოახვიოს სამშვიდობო ხელშეკრულების თავისი ხედვა და რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს მისი ხელმოწერა.

პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ ბაქოს რიტორიკა, რომ აზერბაიჯანის არმია ძლიერია, რეალობას არ შეესაბამება, ამიტომ, ბაქო ცდილობს, რაც შეიძლება მალე მოაგვაროს პოლიტიკური პრობლემები, სომხეთთან საზღვრების დაზუსტებით.

„მაგრამ ამავე დროს ბაქოს არ სურს და არ გამოიყვანს თავის ჯარებს ჯერმუკიდან, ვარდენისიდან ან სევლიჩიდან. ის მას თავის ტერიტორიებად მიიჩნევს“, – განაცხადა ბაბაიანმა.

მისი თქმით, დასავლეთის ზეწოლის მიუხედავად, მხარეები არ მოაწერენ ხელს ისეთ სამშვიდობო ხელშეკრულებას, რომელიც აზერბაიჯანს სომხეთის ტერიტორიის დატოვებას დაავალდებულებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები