შალვა პაპუაშვილი: 14 ივნისი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა – მეათე მოწვევის პარლამენტმა შშმ პირთა უფლებების განსამტკიცებლად არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო

“14 ივნისი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა. მეათე მოწვევის პარლამენტმა შშმ პირთა უფლებების განსამტკიცებლად არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, შშმ პირთა საკეთილდღეოდ ნებისმიერი წინ გადადგმული ნაბიჯი, ამავდროულად, გაზრდილ პასუხისმგებლობას ნიშნავს.

“მათ შორის: გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება, სოციალური პაკეტის ინდექსაციის დაკანონება ყველა კატეგორიის და ასაკის შშმ პირებისთვის, საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება, სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტის გაზრდა 37,4 მილიონი ლარიდან 66 მილიონ ლარამდე. ქალთა ეკონომიკური გაძლიერების და საქართველოს გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციების დამტკიცება. თუმცა, შშმ პირთა საკეთილდღეოდ ნებისმიერი წინ გადადგმული ნაბიჯი, ამავდროულად გაზრდილ პასუხისმგებლობას ნიშნავს. ამიტომ, ჩვენი ვალია, გამოვიჩინოთ მუდმივი სიფხიზლე, რათა თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა იყოს შეუქცევადი პროცესი ჩვენს ქვეყანაში.

ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში შშმ პირთა მონაწილეობითა და მათი სრულფასოვანი ჩართულობით შეგვიძლია, მხოლოდ შევქმნათ თანაბარი და ინკლუზიური გარემო, რომელშიც არა მხოლოდ შშმ პირების, არამედ თითოეული მოქალაქის უფლება მაღალი სტანდარტით იქნება დაცული”, – წერს პაპუაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები