ოკუპანტებმა კრამატორსკი და კონსტანტინოვკა დაბომბეს, არის მსხვერპლი

რუსმა ოკუპანტებმა გამთენიისას ქალაქები – კრამატორსკი და კონსტანტინოვკა დაბომბეს.

დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს თქმით, კონსტანტინოვკაში 72 წლის ქალი დაიღუპა, კრამატორსკში კი – 53 და 69 წლის მამაკაცები.

არიან დაჭრილებიც.

X-22 რაკეტები ორივე ქალაქის საცხოვრებელ რაიონებში ჩამოვარდა, რამდენიმე სახლი მთლიანად განადგურდა.

ასევე, დაზიანებულია გაზსადენები და ელექტროქსელები.

ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.

რუსმა ოკუპანტებმა ღამით ასევე ოდესა დაბომბეს, სადაც მაღაზიის საწყობში სამი ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები