“ხორბალი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ავეჯი” – ოკუპანტები ზაპოროჟიეს რეგიონის ძარცვას აგრძელებენ
რუსი ოკუპანტები უკრაინელების მოპარული ქონების გასატანად სატვირთო მანქანებს იყენებენ. ბერდიანსკის პორტში რუსები გემებს მოპარული მარცვლეულით ავსებენ.
ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის “ფეისბუქზეა” ნათქვამი.
„ზაპოროჟიეს რეგიონში რუსი დამპყრობლები აგრძელებენ ადგილობრივი მოსახლეობის ძარცვას, მოპარული ქონების გადასატანად კი სამხედრო სატვირთო მანქანებს იყენებენ. სოფელ ოჩერეტუვატოედან, ქალაქ ტოკმაკის მიმართულებით დაფიქსირებულია რუსული საავტომობილო კოლონების მოძრაობა მოპარული საყოფაცხოვრებო ტექნიკით, ავეჯით და სხვა ქონებით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
პარალელურად, ბერდიანსკის პორტის ნავმისადგომებზე გემები ივსება უკრაინელი ფერმერებისგან მოპარული მარცვლეულით, რომლის გატანასაც ოკუპანტები რუსეთში გეგმავენ.