ნინო თანდილაშვილი ENPARD-ის მონიტორინგის მისიის წევრებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის მეოთხე ფაზის მესამე ტრანშის (ENPARD, Phase IV, tranche III) მონიტორინგის მისიის წევრებს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობიტ, შეხვედრაზე მხარეებმა პროგრამის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მდგომარეობა განიხილეს. ნინო თანდილაშვილმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირს საქართველოში როგორც სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების, ასევეგარემოსდაცვითი მიმართულების მუდმივი მხარდაჭერისთვის და ყურადღება ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში სამეზობლო პროგრამის (ENPARD) განსაკუთრებულ როლსა და მნიშვნელობაზე გაამახვილა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო სურსათის უვნებლობის და სასურსათო უსაფრთხოების, ადგილობრივი განვითარების ჯგუფების (LAGs) ევროპული LEADER მიდგომით ფუნქციონირების მდგრადობის უზრუნველყოფის, ნარჩენების მდგრადი მართვის, ლაბორატორიული შესაძლებლობების განვითარების, სამელიორაციო სისტემების გაუმჯობესების და სოფლის მეურნეობაში ქალთა ჩართულობის მნიშვნელობის საკითხებს.

აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში მონიტორინგის მისიის წარმომადგენლები ვალდებულებების შესრულების დეტალური ინფორმაციის გასაცნობად შეხვედრებს მეოთხე ტრანშის ფარგლებში აღებულ ვალდებულებებზე პასუხისმგებელი სააგენტოების წარმომადგენლებთან გამართავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები