სტოლტენბერგი: უკრაინა პროგრესს აღწევს რუსი დამპყრობლების წინააღმდეგ კონტრშეტევაში
ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინა პროგრესს აღწევს რუსი დამპყრობლების წინააღმდეგ კონტრშეტევაში.
მისი თქმით, ნატოს ლიდერები მომდევნო თვეში დაგეგმილ ვილნიუსის სამიტზე კიევისთვის სამხედრო დახმარების გაზრდაზე შეთანხმდებიან.
„მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენ ერთად ვუწევთ უკრაინას, ახლა ცვლის სიტუაციას ბრძოლის ველზე, რადგან კონტრშეტევა დაიწყო და უკრაინელები პროგრესირებენ“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრისას.