ტრამპი საიდუმლო დოკუმენტების საქმეზე მაიამის სასამართლოში მივიდა, სადაც ის ფორმალურად დააკავეს
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მაიამის სასამართლოში მივიდა, სადაც ის ფორმალურად დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ტრამპს საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ გამოყენების საქმეზე სასამართლოში ბრალს წარუდგენენ.
აშშ-ის 45-ე პრეზიდენტს, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ბრალდებულს ფედერალურ დანაშაულში, თითის ანაბეჭდს და სავარაუდოდ, დნმ-ის ნიმუშს აუღებენ.
შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპს საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ გამოყენების საქმეზე ბრალი შვიდი მუხლით 37 ეპიზოდზე აქვს წარდგენილი.