პუტინმა დასავლური იარაღის მარაგის ამოწურვის შესახებ განაცხადა

დასავლეთის ქვეყნებმა უკრაინისთვის საწყობებიდან ყველა იარაღი ამოიღეს, ის მხოლოდ სამხრეთ კორეასა და ისრაელშია დარჩენილი, მაგრამ ეს მარაგი მალე ამოიწურება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

„მათ უბრალოდ არ აქვთ [ჭურვები], მაგრამ აქვთ კომბინირებული ურანი და აქვთ საწყობებში. როგორც ჩანს, მათ გადაწყვიტეს ეჩვენებინათ ის, რაც აქამდე აქვთ. იმის გამო, რომ ყველაფერი საწყობებიდან იყო გამოტანილი, იქ მხოლოდ სამხრეთ კორეა და ისრაელი დარჩნენ. ეს არ არის არც კორეული და არც ისრაელის, არამედ ამერიკული საკუთრებაა, რომელიც შეიძლება იქიდან წაიღონ და აქ შემოიტანონ, მაგრამ ეს მალე დასრულდება“, – აღნიშნა პუტინმა სამხედრო კორესპონდენტებთან შეხვედრაზე.

კრემლის ლიდერის განმარტებით, უკრაინის არმია ახლა დაახლოებით 5-6 ათას მსხვილი კალიბრის ჭურვებს ხარჯავს, აშშ კი თვეში 15 ათასს აწარმოებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები