„რუსეთში საომარი მდგომარეობის შემოღება საჭირო არ არის“ – პუტინი
რუსეთში საომარი მდგომარეობის შემოღება საჭირო არ არის, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კრემლში სამხედრო კორესპონდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა.
„სრულყოფილად ქვეყანაში რაიმე განსაკუთრებული რეჟიმის, საომარი მდგომარეობის შემოღებას აზრი არ აქვს“, – აღნიშნა კრემლის ლიდერმა.
პუტინმა ბელგოროდზე განხორციელებულ თავდასხმაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კიევის რეჟიმი ყურადღების გადატანას ცდილობს.
„ბელგოროდის რეგიონზე თავდასხმით, კიევის რეჟიმი ცდილობს, გადაიტანოს რუსეთის ყურადღება უკრაინისთვის სხვა კრიტიკული წერტილებიდან, მაგრამ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენი მოქალაქეების დასაცავად“,- განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
მანვე დასძინა, რომ არის შესაძლებლობა, უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის ტერიტორია დაიბომბოს.