პუტინი არ გამორიცხავს უკრაინაში ე.წ. სანიტარიული ზონის შექმნას

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთში დრონების იერიში გაგრძელდება, უკრაინაში სანიტარიული ზონის შექმნის საკითხი განიხილება.

ამის შესახებ მან სამხედრო კორესპონდენტებთან შეხვედრაზე თქვა.

„უკრაინის ტერიტორიიდან ჩვენი ტერიტორიის დაბომბვის შესაძლებლობა რჩება და მისი გადაჭრის რამდენიმე გზა არსებობს. პირველი, გაიზარდოს საჰაერო თავდაცვის ეფექტურობა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენს ტერიტორიაზე მათი გამოჩენა შეწყდება. და თუ ასე გაგრძელდა, მაშინ ჩვენ აშკარად მოგვიწევს საკითხის განხილვა – ამას ძალიან ფრთხილად ვამბობ, რომ უკრაინის ტერიტორიაზე შეიქმნას რაიმე სახის სანიტარიული ზონა ისეთ მანძილზე, საიდანაც შეუძლებელი იქნება ჩვენს ტერიტორიაზე ფრენა”, – განმარტა მან.

ამასთან, კრემლის ლიდერმა აღნიშნა, რომ „ეს ცალკე საკითხია“.

„მე არ ვამბობ, რომ ხვალვე შევუდგებით ამ საქმეს, ჩვენ უნდა შევხედოთ, როგორ განვითარდება სიტუაცია“, – დასძინა რუსეთის ლიდერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები