ოკუპანტებმა ხერსონის რეგიონში ეკლესია დაბომბეს – დაღუპულია 72 წლის სასულიერო პირი
რუსი ოკუპანტები ხერსონის რეგიონის იერიშს აგრძელებენ. საარტილერიო დარტყმა იქნა მიტანილი სოფელ ბელოზერკას ეკლესიაზე, რასაც 72 წლის სასულიერო პირის სიცოცხლე შეეწირა.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრი ერმაკმა განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ასევე, დაჭრილია 76 წლის ქალი.
გარდა ამისა, სროლის შედეგად, დაზიანდა ოთხი საცხოვრებელი სახლი, ფოსტის და ადმინისტრაციული შენობები, ცენტრალური მოედანი და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები.