WSJ: აშშ უკრაინისთვის გაუმდიდრებელი ურანის შემცველი ჭურვების გადაცემას გეგმავს

აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაცია Abrams-ის ტანკებისთვის გაუმდიდრებელი ურანის შემცველი ჭურვების გადაცემას გეგმავს.

ამის შესახებ The Wall Street Journal-ს თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა უამბო.

სავარაუდოა, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება კვირების განმავლობაში მიმდინარე დისკუსიის შემდეგ იქნა მიღებული.

ზოგიერთი ოფიციალური პირი ამბობს, რომ უკრაინისთვის ასეთი ჭურვების მიწოდების სერიოზული წინაღობა არ არსებობს, თუმცა, თეთრ სახლში არიან ისეთებიც, ვინც მიიჩნევს, რომ ვაშინგტონი ამ ნაბიჯისთვის შესაძლოა, გააკრიტიკონ, რადგან ასეთი ჭურვები საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას და გარემოს.

ასევე, თეთრ სახლში გრძელდება დისკუსიები კიევისთვის კასეტური საბრძოლო მასალის გადაცემის შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები