კრივოი როგში დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა – ქალაქში ხვალ გლოვაა გამოცხადებული

რუსი ოკუპანტების მიერ კრივოი როგში ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა.

ამ დროისთვის სამაშველო- სამძებრო ოპერაცია დასრულებულია.

ამის შესახებ ქალაქის მერმა, ალექსანდრე ვილკულმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, დაშავებულთა რიცხვი 28-მდე გაიზარდა, მათგან 12 საავადმყოფოებში საშუალო და მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.

კრივოი როგში ხვალ, 14 ივნისს გლოვა გამოცხადდა.

დაშავებულს შორის 10-ის მდგომარეობა მძიმე, სამის კი კრიტიკულია.

გარდა აღნიშნული კორპუსის, რაკეტა სხვა სამოქალაქო ობიექტზეც მოხვდა. კრივოი როგში, ჯამურად, ღამის დაბომბვის შედეგად 32 დაშავებულია.

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის წარმომადგენელმა, იური იგნატმა განაცხადა, რომ კრივოი როგზე იერიში Kh-101, Kh-555 რაკეტებით იქნა მიტანილი.

მომხდარს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უკვე გამოეხმაურა. მისი თქმით, რუსეთი აგრძელებს “ომს საცხოვრებელი კორპუსების, ჩვეულებრივი ქალაქების და ხალხის წინააღმდეგ”.

“სამწუხაროდ, არიან დაღუპულები, დაჭრილები. კრივოი როგში სამაშველო ოპერაცია გრძელდება. ვუსამძიმრებ ყველას, ვინც ახლობლები დაკარგა!”, – დაწერა მან “ტელეგრამში”.

ზელენსკიმ პირობა დადო, რომ რუსები ყოველი რაკეტისთვის აგებენ პასუხს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები